ბილი აილიშმა სოციალურ ქსელში „ჯეიმს ბონდის“ახალი საუნდტრეკი გაავრცელა. სიმღერას No Time To Die ქვია და ის მართალაც ძალიან ლამაზია: „ჩემთვის ამ სიმღერის ჩაწერა უდიდესი პატივია. ეს ყველაზე მაგარი სერიებია კინოს ისტორიაში“ – დაწერა 18 წლის მომღერალმა.
ბილი აილიში სიმღერას პირველად 18 თებერვალს Brit Awards-ის ცერემონიაზე შეასრულებს. თავად ფილმი, რომელიც ამავე სახელწოდებას ატარებს, ბონდიანას ისტორიაში რიგით 25-ეა და მასში მთავარ როლებს დენიელ კრეიგი და რამი მალეკი ასრულებენ. მუსიკა კინოფილმისთვის ხანს ზიმერმა და ჯონი მარმა დაწერეს.