პოპის დედოფალი, მადონა კომპოზიციით I Don’t Search I Find „ბილბორდის“ საცეკვაო ჩარტებს იპყრობს.
აღსანიშნავია, რომ პოპ-ვარსკვლავი აღნიშნული სიმღერით, ისეთ არტისტებს უსწრებს, როგორებიც რიანა, ბიონსე და ჯანეტ ჯექსონი არიან.
შეგახსენებთ, კომპოზიცია არტისტმა 2019 წელს გამოუშვა, თუმცა ის 2017 წელს დაიწერა. რაც შეეხება “ბილბორდის” მოწინავე პოზიციებზე განთავსებულ ვერსიას, ის რემიქსია და Honey Dijon – ს ეკუთვნის.