23 წლის მოდელმა, ბელა ჰადიდიმ სილამაზის ცენტრი, Mimi Luzon მოინახულა, რომლის მომსახურეობით ისეთი ვარსკვლავები სარგებლობენ, როგორებიც კაია გერბერი, ირინა შიკი და ალესანდრა აბროსიო არიან.
მოდელი ,,ლონდონის მოდის კვირეულისთვის” ემზადება. ბელამ „ინსტაგრამის“ საშუალებით ფოტო გაგვიზიარა, სადაც ის 24 კარატიანი ოქროს ნიღაბს იკეთებს. აღნიშნული პროცედურა კანს, დეჰიდრატაციისგან იცავს, დიდხნიანი ფრენების შემდეგ კანის სტრუქტურას აღადგენს და მას ბზინვარებას სძენს.
სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ბელამ განაცხადა, მას სულაც არ მოსწონს, რომ მის საქმიანობიდან გამომდინარე ამდენი მოგზაურობა სჭირდება, ეს ყველაფერი მის კანზე აისახება და ამიტომაც, მაქსიმალურად ცდილობს, იზრუნოს საკუთარ კანზე.


