იტალიის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქი ტეორა, უკვე წლებია, მოსახლეობის სიმცირეს განიცდის. სწორედ დემოგრაფიული მაჩვენებლის გასაუბჯობესებლად გადაწყდა, ნებისმიერ ადამიანს, ვინც იქ გადავა საცხოვრებლად, სახელმწიფო სიმბოლურ ფასად, ერთ ევროდ გადასცემს სახლს და ყოველ თვე გარკვეულ თანხასაც გადაუხდის.
ამისთვის კი, მსურველი ვალდებულია, სულ ცოტა, სამი წელი იცხოვროს ამ ქალაქში და მინიმუმ ერთი შვილი ჰყავდეს.
ამ საკითხით ბევრი ადამიანი უკვე დაინტერესდა, თუმცა არსებობენ სკეპტიკურად განწყობილებიც.
ქალაქში მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც 1980 წელს, დამანგრეველი მიწისძვრის გამო, მოსახლეობამ სახლები დატოვა, თუმცა ნანგრევები აღადგინეს და ახლა ასობით ახალი სახლი ელოდება მეპატრონეს.