ბერგამო (იტალია), სკოპიე (მაკედონია), ტრევიზო (იტალია) და თბილისი – ეს იმ ქალაქების ოთხეულია, რომელიც ტურისტმა აუცილებლად უნდა ინახულონ. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა ”ტელეგრაფმა” კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა იმ ევროპული ქალაქების რეიტინგი, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს.
რეიტინგში 21 ისეთი ქალაქი შევიდა, სადაც წასვლა ტურისტმა, ერთი შეხედვით, შესაძლოა, არასდროს მოინდომოს. სწორედ ამიტომ, ”ტელეგრაფი” მათ ამ ქალაქების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის და მონახულებას ურჩევს. რეიტინგში თბილისი მე-4 ადგილს იკავებს, მაშინ, როცა 2015 წლის ამავე რეიტინგში, ის მე-8 პოზიციაზე იყო.
”თბილისი – მოდერნის სტილში შესრულებული მშვენიერი შენობებით, ტრადიციული აივნებიანი სახლებით, ტაძრებით, ახალი სასტუმროებითა და სავაჭრო ცენტრებით, რომელთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება”, – წერს ”ტელეგრაფი”.
ბრიტანული გამოცემა ვრცლად საუბრობს რუსთაველის გამზირზე და აქ განთავსებულ გალერეებზე, კინოსა და თეატრის შენობებზე, ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრზე.
ამასთან, ”ტელეგრაფი” ტურისტს დეტალურ ინფორმაციას აწვდის რამდენიმე განთავსების ობიექტზეც – სად და რა ფასადაა შესაძლებელი ღამის გათევა.