LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეების მიღებას დროებით ზღუდავს

185
BeFunky-collage (2)

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  7 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით ზღუდავს მოქალაქეების მიღებას. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ორბელიანების სასახლეში არ ჩატარდება პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები.

„თუმცა სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ცხელი ხაზზე: +99532 2288888 ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]. აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 12 ადამიანიდან 10 პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიაში მოგზაურობის ისტორიას. ამჟამად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ იტალიასთან დაკავშირებული კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებთან.

ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა:”არ მინდა ეს საკითხი დამატებითი პანიკის წყარო გახდეს”

გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, ნუ დავმალავთ სიმპტომებს

 

magti 5g