LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსთან დაკავშირებით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები შეიზღუდება: იტალიაში მყოფ მოქალაქეებს ორგანიზებულად ჩამოიყვანენ

112
88331304-1618080541663177-9081237468652503040-o

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნისნულია, რომ სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია – უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება ასევე სასწავლო ვიზიტებსაც. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღევანდელ სხდომაზე საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.

„იტალიაში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ოთხი ცხელი ხაზი. ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთები. მათი რეგისტრაცია ფაქტობრივად დასრულებულია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უზრუნველყოფს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი ცხელ ხაზსა და საელჩოს მიერ მითითებულ ონლაინპლატფორმაზე დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მკაცრად მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება თვითიზოლაციაში საკარანტინო პერიოდის გატარების თაობაზე, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან პოტენციური საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

საქართველოში კორონავირუსის უკვე 15 შემთხვევაა დადასტურებული: ვინ არის 2 ახალი პაციენტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g