LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღამით სასეირნოდ გასულა. სავარაუდოდ კარანტინში გადავიყვანთ” – იტალიიდან ჩამოსულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია

1500
24079

ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ქუჩაში სასეირნოდ გავიდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, მათთან შესული შეტყობინებით გაიგეს. დღეს მის საცხოვრებელ ადგილთან პოლიცია და ცენტრის თანამშრომლები მობილიზდნენ.

როგორც ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, მათთან შეტყობინება შევიდა იმის შესახებ, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ქალბატონმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და ქუჩაში გავიდა.

“არც ქალი უარყოფს ფაქტს. ის გვიან ღამით ქუჩაში სასეირნოდ გასულა. არ ყოფილა თავშეყრის ადგილებზე. ეს ქალბატონი იტალიიდან მარტში ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ჯანმრთელია. სავარაუდოდ კარანტინში გადავიყვანთ”, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა. საკარანტინო სივრცეში 178 პაციენტია მოთავსებული, ხოლო 56 ადამიანს სტაციონარში აკვირდებიან.

Wizz Air იტალიის შემდეგ ფრენებს ისრაელთანაც აუქმებს – მიზეზი კორონავირუსია

magti 5g