LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

861
მიხეილ ცაგარელი

გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან სწორედ დღეს მიღებული ცნობები განსაზღვრავენ თქვენს მომავალ წარმატებას. არ გადაიღალოთ, გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც ბუნებრივად, ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე გამოგდით. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრების, ახლობლების წრეში, რადგან განმარტოვება ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობასა და საერთო ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, პარფიუმერიის და კოსმეტისკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, მოლაპარაკებების გასამართად და საკამათო საკითხების გადასაწყვეტად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას და გაააკონტროლეთ საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის რისკი. გაუფრთილდით დასუსუტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ბეჟი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი მომავალი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g