LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში Best Western-ის სასტუმრო გაზაფხულზე გაიხსნება

393

ქუთაისში საერთაშორისო ბრენდ Best Western-ის 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დასრულდა. ობიექტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნება. პროექტი საპარტნიორო ფონდისა და კომპანია „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელის” თანამშრომლობით ხორციელდება.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელი“ ამჟამად სასტუმროს შიდა მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც მოპირკეთებასა და სასტუმრო ნომრების აღჭურვას ითვალისწინებს. დასრულების ფაზაშია ფასადის სამუშაოები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა.

ცნობისთვის, Best Western პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში. ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებულ სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება, რომლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს. საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ამ პროექტში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელია“ , პროექტის ღირებულება კი 3 მილიონი დოლარია. სასტუმროს დეველოპმენტს ახორციელებს კომპანია „სიმეტრია“, რომელიც Best Western International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g