საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს. ჩინეთის ელჩის, ლი იენის თქმით, გასულ კვირას ჩინეთის საელჩომ ორგანიზება გაუწია ვიდეო შეხვედრას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით, სადაც ჩინელმა ექსპერტებმა და ექიმებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.
„ჩინეთს და საქართველოს, როგორც მეგობარ ქვეყნებს, ერთმანეთთან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. როდესაც ჩინეთში ეპიდემია გავრცელდა, ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან და ქართველი ხალხისგან – გვინდა ამისთვის მადლიერება გამოვხატოთ. ვირუსი ახლა საქართველოშიც გავრცელდა და ეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია. გვსურს ვირუსთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ. ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს”, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა.
ელჩის განმარტებით საქართველოს მთავრობამ ვირუსთან საბრძოლველად მყისიერი რეაგირება მოახდია:
WHO-ს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს მაღალი შეფასება მისცა – რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და გებრეიესუსმა
“საქართველოს მთავრობამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო იმისათვის, რომ მოეხდინა სრული მობილიზაცია. მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულმა მექანიზმმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში” – განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლი იენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო დღე-ღამეში ჩინეთში ვირუსს 13 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტში აცხადებენ, ბოლო ერთ დღეში უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებში ვირუსის დაფიქსირების შემთხვევებმა ორჯერ გადააჭარბა შიდა გადაცემით ინფიცირებულთა რიცხს.
საერთო ჯამში, ჩინეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის დიაგნოზი 80 824 ადამიანს დაუსვეს, გამოჯანმრთელდა 63 341 ადამიანი.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში 25 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ცოტა ხნის წინ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღევანდელი ანალიზებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა