საპარტნიორო ფონდს აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები ეწვივნენ და ფონდის მენეჯმენტს ბანკის ახალი სტრატეგია და პროდუქტები გააცნეს. აზიის განვითარების ბანკი დაინტერესებულია გააქტიუროს თანამშრომლობა კერძო სექტორთან საქართველოში, რომლის მხარდაჭერა საპარტნიორო ფონდის ძირითადი ამოცანაა.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ბანკის წარმომადგენლობა მზად არის განიხილოს ფონდთან თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ კი სტუმრებს გააცნო სამომავლო გეგმები ფონდის მიერ ცალკეული ბიზნეს-სექტორის კვლევების ჩატარებისა და ბიზნეს-გეგმების მომზადების მიმართულებით და ამ საკითხში თანამშრომლობა შესთავაზა.
შეგახსენებთ, აზიის განვითარების ბანკი (ADB) სხვა საფინანსო ორგანიზაციებსა და საპარტნიორო ფონდთან ერთად ნენსკრა ჰესის პროექტშია ჩართული.