LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ქვეყანაში იქნება ვირუსის გავრცელება, არდადეგები გახანგრძლივდება” – ეკატერინე ტიკარაძე

314
ა3

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელებაზე. მინისტრის განმარტებით, თუ ქვეყანაში იქნება ვირუსის მაღალი გავრცელება, არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია აუცილებლად გაიცემა.

„რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. თუ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა შეჩერდეს და კიდევ ერთხელ გადავადდეს. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ბავშვებისთვის აკადემიური სრული მოსწრებით ჩამთავრდეს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ტელეგაკვეთილებს მეორე არხზე ნახავენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g