LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვითიზოლაციის პერიოდში ადამიანები ნამდვილად გასუქდებიან“ – 50 Cent

115
50-cent-db-dumbbell

სულ ცოტა ხნის წინ, ჰიპ-ჰოპ არტისტმა, 50 Cent თავის გამომწერებს კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევები მისცა და განაცხადა, რომ რეგულარული სექსი კორონავირუსს ამარცხებს.

„რეგულარული სექსი კორონავირუსს ამარცხებს“- 50 Cent-ის რჩევა გამომწერებს  

აღნიშნული პოსტის კომენტარში არტისტმა თავისი კოლეგა, რეპერი, Young M.A მონიშნა და დაწერა: „მაშინ ჩვენ არაფერი გვემუქრება“.

ახლა კი არტისტმა The Wall Street Journal-ის რუბრიკაში My Monday Morning მიიღო მონაწილეობა. პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში მყოფმა მუსიკოსმა აღნიშნა, რომ უკვე მეხუთე დღეა, რაც სახლში იმყოფება და გარეთ არ გასულა, თუმცა, ცდილობს, ფორმა შეინარჩუნოს. მისი თქმით, რა ვარჯიშებსაც ის სპორტდარბაზში აკეთებდა, სახლში იმეორებს. რეპერი საზოგადოებას მოუწდებს, თვითიზოლაციაში ყოფნისას ფიზიკური აქტიურობა არ დაივიწყონ.

„მეხუთე დღეა, რაც სახლში ვარ, ეს ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილია. ბევრმა ადამიანმა თვითიზოლაციის თემა ისე გაიგო, თითქოს სახლში უნდა იჯდეს და გასუქდეს, ისინი ნამდვილად გასუქდებიან“, – აცხადებს 44 წლის  რეპერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები