კომპანია „დოქტორ გუდსი • Doctor goods“, რომელიც სამედიცინო სექტორს უზრუნველყოფს საქართველოში წარმოებული სტერილური/არასტერილური ქირურგიული ნაკრებებით, აფართოვებს ხაზს და სამედიცინო პირბადეების წარმოებას იწყებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ პროექტზე, დიდი ხანია მუშაობენ და უკვე მიღწეულია შეთანხმება ნედლეულის და დანადგარის მწარმოებლებთან.
აღსანიშნავია, რომ წარმოებული პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო, ისე სამომხმარებლო სექტორისთვის და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.
აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ დამატებით 300.000$ ინვესტიცია განახორციელა.
საქართველოში წარმოებული პირბადეები მზად ხვალისთვის იქნება