LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდე უსამსახუროდ დარჩენილ თაყვანისმცემლებს ფულს ანონიმურად ურიცხავს

482
Cul-arianagrande-1202179390

კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო გააერთიანა. უამრავი ვარსკვლავი, ერთმანეთის მიყოლებით  თანხებს Covid 19-ის წინააღმდეგ შექმნილ საქველმოქმედო ფონდებში რიცხავს, ზოგიერთი კი უმუშევრად დარჩენილ გულშემატკივრებსაც ეხმარება.

აი მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ტეილორ სვიფტმა თავის „ფანებს“ კომუნალური გადასახადები დაუფარა.

ტეილორ სვიფტმა გადაწყვიტა პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილ ფანს გადასახადები დაუფაროს

„სამანტა, შენი ტვიტი ვნახე, გადასახადების შესახებ და მინდა დაგეხმარო. რა გზით შეიძლება  $3000  გადმოგცე?"

ახლა კი, ჟურნალ TMZ-ის ცნობით, პოპ-ვარსკვლავი არიანა გრანდე, სამსახურის გარეშე დარჩენილ თაყვანისმცემლებს თანხებს ანონიმურად ურიცხავს.

„ასეთი მინიმუმ 10 ადამიანია, ვისაც არიანა დაეხმარა, არტისტი ძირითადად, ისეთ თაყვანისმცემლებს ეხმარება, ვინც მომსახურების სფეროში იყო დასაქმებული“, – წერს  TMZ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები