მარტვილელ ქრისტინე ფანჩვიძეს, რომელიც სოციალურ ქსელებში ,,ლუღის“ სახელით გახდა ცნობილი, სამეგრელოს გუბერნატორმა ყველა ის ნივთი ჩაუტანა, რაზეც გოგონა ოცნებობდა.
ალექსანდრე მოწერელიამ 5 წლის გოგოს საწოლი, ველოსიპედი, კომპიუტერი და ტკბილეული გადასცა.
5 წლის ქრისტინე ფანჩვიძე, რომელსაც “ფეისბუქის” მომხმარებელმა მოფერებით „ლუღი“ შეარქვა, მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში ცხოვრობს.
ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ორი ადამიანის პენსია და სოციალური დახმარებაა.
რეგიონის გუბერნატორის თქმით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამ ოჯახის საცხოვრებელი პირობების მოგვარებას და პატარა გოგონას მამის დასაქმებას გეგმავს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2020/04/85a4b15f197c7bee7b0d90be1822f347-2020-04-08_10-42-41_860647.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2020/04/untitled-design-65-2020-04-08_10-43-20_299460.jpg)