LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ტომ ჰენკსი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა

229
r-2evmnmezrkv

კომედიური შოუს Saturday Night Live-ის დისტანციური გადაცემა საოცრად საინტერესო გამოვიდა. მას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მსახიობი, ტომ ჰენკსი სტუმრობდა, რომელსაც ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავია, რომელსაც Covid-19-ით დაინფიცირდა.

გამოჯანმრთელების შემდეგ, ჰენკსი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა. მსახიობმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე, მსახიობი რიტა უილსონი თავს კარგად გრძნობენ.

„მას შემდეგ, რაც ეს დიაგნოზი დამისვეს, თავს ამერიკის მმართველად ვგრძნობდი – ჩემს გვერდით ყოფნა აღარავის უნდოდა და ყველას დისკომფორტს ვუქმნიდი. მე, მუდმივად სპორტულ შარვალში გამოწყობილს, კოსტიუმი 11 მარტის შემდეგ პირველად მაცვია. ჩემი ცოლი დამეხმარა ჩაცმაში, რადგან დამავიწყდა, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი”- იხუმრა ვარსკვლავმა.

კარანტინში ყოფნისას ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე საზოგადოებას ფოტოებითა და სახალისო ფრაზებით ართობდნენ, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი განცხადება თავად ტომ ჰენკსს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა: „მადლობა კორონავირუსს, მე და ჩემს მეუღლეს განმარტოვება გვეღირსა”.

„მადლობა კორონავირუსს, მე და ჩემს მეუღლეს განმარტოვება გვეღირსა" - ტომ ჰენკსი კარანტინიდან ფოტოს ავრცელებს

„გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ კორონავირუსი გვაქვს და ავსტრალიაში, კარანტინში ვიმყოფებით, სადაც შესანიშნავად გვივლიან"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები