თუ დაავადება უმართავი გახდა და დიდი რაოდენობით მოხდა დაინფიცირება ვერც ჯანდაცვის სისტემა მოუვლის ამას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, თუ მოსახლეობამ რეკომენდაციები არ გაითავისა, მდგომარეობა შესაძლოა, დრამატულად განვითარდეს, თანაც ისე რომ ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს.
„ჩვენ ახლა შევდივართ პიკურ ფაზაში, საბედნიეროდ, ძალიან კარგად შევასრულეთ შეკავების პროცესი და ჯერჯერობით არ გვაქვს დრამატული შედეგები, მაგრამ, თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა ის რეკომენდაციები, რაც ახლა არის მოწოდებული ნამდვილად შეიძლება განვითარდეს დრამატულად მდგომარეობა თანაც ისე, რომ ვეღარ მოახერხოს ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა. თუ დაავადება უმართავი გახდა და დიდი რაოდენობით მოხდა დაინფიცირება ვერც ჯანდაცვის სისტემა მოუვლის ამას“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა, სულ – 71
მარინა ენდელაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს დარჩნენ სახლში. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
„აქამდე ჯანდაცვის სამინისტრომ და მედიცინამ ძალიან კარგად ვიარეთ. ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში, დაიცავით დისტანცია და ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ. ახლა ისეთი დღეები გველოდება, როდესაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ეს წელი გადავიტანოთ ისე, რომ რაღაც ძველი ტრადიციები დავარღვიოთ, გავაკეთოთ ისე რომ არ მოხდეს დრამატული განვითარება. ახლა ის ეტაპია, როდესაც ჩვენ არც ერთმა არ ვიცით, ვართ თუ არა ინფიცირებულები და თუ რომელიმეს სიმპტომები გამოგვიჩნდება, მივმართოთ ექიმებს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის უკვე 71 ადამიანია გამოჯანმრთელებული. გარდაიცვალა სამი.კარანტინის რეჟიმში რჩება 5034, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 463 პირი.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა
საფრანგეთში კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს პრემიის სახით 1500-მდე ევროს გადაუხდიან