LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი – თავისუფლების შანსი: ევროპის ციხეებიდან პატიმრების გათავისუფლება იგეგმება

181
cc875fc77c2c4af9a93f1f547839f9e5-18

ევროპულ ქვეყნებში საპატიმრობიდან გარკვეული ჯგუფის პატიმრებს უშვებენ. იუსტიციის მინისტრებმა ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ პენიტენციალურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელება შეეჩერებინათ.

დიდ ბრიტანეთში საპატიმროებიდან რამდენიმე ათასი პატიმრის გაშვებას ვარაუდობენ.

„ციხეებში ძალიან რთულია სოციალური დისტანციის დაცვა. ეს ჩაკეტილი დაწესებულებაა, არის ვიწრო დერეფნები, საკნების კარები გვერდიგვერდაა განლაგებული. შეიძლება სოციალური დისტანცირება, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გავამკაცროთ ციხის რეჟიმი“
, – აღნიშნავენ ციხეებიდან პატიმრების გარკვეული ჯგუფის გათავისუფლების მომხრეები.

იმედოვნებენ, რომ პატიმრების გათავისუფლების პროცესი მოწესრიგდება და დაჩქარდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს საბერძნეთში, საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ევროპული ქვეყნებიც აპირებენ მათ მიბაძვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g