2017 წლის თებერვლის თვეში “ქართლის ქარის ელექტროსადგურმა” 5,774 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.
ცნობისთვის “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სადგური შედგება 6 ცალი 3,45 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ტურბინისაგან (ტურბინის მოდელი: V117-3.45 MW).
ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს უწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს.