LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტენსიური თერაპიის ექთნებს ერთმანეთი კორონავირუსთან ბროლის დროს შეუყვარდათ

168
27271044-0-image-a-2-1587047556766

ქალაქ უხანის ინტენსიური თერაპიის ექთნებს ერთმანეთი კორონავირუსთან ბროლის დროს შეუყვარდათ. წყვილი მძიმე პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად 68 დღე იბრძოდა და მთელი ეს პერიოდი საავადმყოფო არც ერთს არ დაუტოვებია.

22 წლის ჰუ ჩჟიმინი მუხლებზე დაეშვა და თავის კოლეგას ცზენ ინინს ხელი პირდაპირ საავადმყოფოს ეზოში სთხოვა.

ხელის თხოვნას მხოლოდ მათი კოლეგები ესწრებოდნენ, რამეთუ ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა და უკვე სახლებშია გაწერილი.  კორონავირუსთან ბრძოლისთვის აგებული საავადმყოფო კი დახურეს.

„შენ მე არამხოლოდ მომწონხარ, არამედ მიყვარხარ. გამომყვები ცოლად?“ – შეყვარებულმა მამაკაცმა სატრფოს კოლეგების თანდასწრებით მიმართა. გოგონას თავიდან ძალიან გაუკვირდა, რამდენიმე წამი იფიქრა კიდეც, შემდეგ კი დათანხმდა.

როგორც ჰუმ განაცხადა, კოლეგა 24 საათიანი სამუშაო რეჟიმის დროს შუყვარდა. – „ერთად 68 ცივი და მძიმე ღამის მორიგეობა გადავიტანეთ, დილით ამოსული თბილი მზითაც ერთად ვტკბებოდით. იმედი მაქვს ჩემი სიყვარული კიდევ უფრო გაგვაძლიერებს“.

შეგახსენებთ, რომ საავადმყოფო უხანის მთავრობამ 14 დღეში ააშენა და მისი მიზანი ინფექციით დაავადებულთა მკურნალობა იყო. მას შემდეგ რაც ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა საზეიმო ვითარებაში დახურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g