თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი კორონავირუსის პროტოკოლთან დაკავშირებით აშშ-ში მყოფ ქართველი ექიმის ბრალდებებს პასუხობს. თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ექიმ ზურაბ გურულს მოსაზრება საქართველოში ვირუსის მკურნალობაზე მცდარი შეხედულებები აქვს. ცერცვაძე აცხადებს, რომ დღევანდელი საგანგებო ბრიფინგის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნოს და განუმარტოს დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის ის მეთოდი, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია და მთელი მასალა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ინფექციური კლინიკის გვერდზეა განთავსებული. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კოლეგიალური პატივისცემის გამო გურულის პასუხისგან თავს იკავებდა, თუმცა მისივე თქმით, საზოგადოების ისტერესებიდან გამნომდინარე საჭიროდ მიიჩნევს ოფიციალურად გასცეს პასუხი.
"ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ე.წ. „ჯუჯა სახელმწიფოებს“ - ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანს და მონტენეგროს".
ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულს უპირისპირდება
“აშშ-ში მცხოვრებმა და იქ მოღვაწე საკმაოდ ცნობილმა ქართველმა ექიმმა ბატონმა ზურაბ გურულმა გააკეთა რიგი შეფასებები ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სპექტრის, ექიმების, ჩვენი კოვიდის მკურნალობის პროტოკოლის თაობაზე. ჩვენ კოლეგიალური პატივისცემის გამო არ ვპასუხობდით არაფერს, მაგრამ როდესაც ის პრაქტიკულ საკითხს შეეხო, თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა, ჩვენ არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, რაც აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს, ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, პასუხი გაგვეცა, რათა ვიღაცას მართლა არ ჰგონებოდა, რომ ის, რასაც ბატონი გურული ბრძანებს, სიმართლეა” – აცხადებს ცერცვაძე.
თენგის ცერცვაძის განმარტებით პროტოკოლი, რომლითაც ხდება კოვიდინფიცირებულების მკურნალობის მეთოდი, შედგება 2 ნაწილისაგან.
პირველი: ეს ნაწილი შეიცავს რამდენიმე პროტოკოლს ერთდროულად დაწყებული 112 ზარით და თანმიმდევრულად ცხელების ცენტრით დასრულებული. ამ უკანასკნელ დაწესებულებაში ტესტირებით დგინდება მოქალაქეს აქვს თუ არა ინფექცია და შემდეგ გადაწყდება ის დაბრუნდეს სახლში თუ გადავიდეს შესაბამის დაწესებულებაში.
მეორე: ეს ეტაპი უკვე უშუალოდ მკურნალობის პროტოკოლია, რომელიც უშუალოდ კოვიდ პაციენტისთვის არის გათვლილი.
“აი ბატონო, კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ სასიკვდილო სივრცეში” – ლევან რატიანი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, პრეპერატი პლაქველინი ერთადერთი სამკურნალო საშუალება არ არის, თუმცა მისი განმარტებით “ჩერჩილი ამბობდა, დემოკრატია ყველაზე საშინელი მმართველობის ფორმაა, მაგრამ ამაზე უკეთესი არ არსებობსო”.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის ეფექტიანობა შედეგებით ფასდება. ამ შედეგებით საქართველო ევროპის რეგიონში 53 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოებს – ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანს და მონტენეგროს”, – აცხადებს ცერცვაძე.
თენგის ცერცვაძის თქმით, ნაკადების მოძრაობის ისეთი სქემა, როგორიც საქართველოშია, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის.