” უნდა მიმეღო უფრო თამამი გადაწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, გადავმდგარიყავი”, – ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი “მთვარი არხთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო.
“ეს საქმე არის დიდი ტრაგედია უპირველეს ყოვლისა გირგვლიანის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისათვის. საქმე იქცა პოლიტიკურ საკითხად, ჩვენი ხელისუფლებისათვის, ჩემი მეგობრებისთვის, პირადად ჩემთვის.”- ამბობს მერაბიშვილი.
კითხვაზე, რატომ არ გადადგა, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახლა ამაზე პასუხის გაცემა უჭირს.
“ეს საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერაც, ჩვენს გუნდშიც. მათ შორის სააკშვილი და რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა. იყო სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მოხდა ისე, რომ გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა ჩემთვის, ასევე, ჩემი მეგობრებისათვის, იქნებოდა უკეთესი”.- განცხადა ვანო მერაბიშვილმა.