LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა მძიმეა” – ლევან რატიანი

188
3920482

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისათვის მოთავსებული პაციენტებიდან 8 კოვიდინფიცირებული ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაშია. ლევან რატიანის განმარტებით, მათ შორის 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მისი თქმით, დანარჩენ ინფიცირებულებთან ვირუსის პროგრესირება მძიმე ფორმაში არ მიმდინარეობს, არ შეინიშნება უარყოფითი დინამიკა და მდგომარეობა სტაბილურია.

„რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, აქედან 3 სპონტანურ სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში. 5-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთთან დადებითი კლინიკა ვლინდება. არცერთ მათგანს დამატებითი ჩარევა არ სჭირდება. სხვა განყოფილებებში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკის გარეშე“, – აცხადებს ლევან რატიანი.

მისივე განცხადებით, კოვიდინფექცია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ოთხმა პაციენტმა დაამარცხა. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კიდევ 4 გამოჯანმრთელებული ჰყავს

კლინიკაში ამ დროისათვის სულ 97 პაციენტი მკურნალობს, აქედან 80 ადამიანი covid-19-ით ინფიცირებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g