ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ ბელა ჰადიდი და სელენა გომესი წარსულში ერთსა და იმავე მამაკაცს, ჰიპ-ჰოპ არტისტს, The Weeknd-ს ხვდებოდნენ. 23 წლის მოდელმა ბევრი იფიქრა და თავისი კონკურენტის „ამოშლა“ გადაწყვიტა. ჰადიდიმ 27 წლის სელენა გომესის „ინსტაგრამ“ გამოწერა გააუქმა.
ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ ბელამ სოცილური ქსელიდან სხვა ადამიანებიც წაშალა. როგორც ჩანს, მოდელმა სოციალური ქსელის საფუძვლიანი წმენდა განიზრახა.