“ჩინეთის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს სთხოვა, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ინფორმაცია დაემალა,”-ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“, ქვეყნის „ფედერალურ სადაზვერვო სამსახურზე“ (BND) დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ სი ძინპინს და ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს შორის სატელეფონო საუბარი 21 იანვარს გაიმართა. იმის გარდა რომ ვირუსი გადამდები იყო, ჩინეთის პრეზიდენტმა ჯანმოს ხელმძღვანელს ისიც სთხოვა, რომ პანდემიური გაფრთხილება გადაედო:
„ფედერალური სადაზვერვო სამსახურის თანახმად, ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უბიძგა, რომ უმაღლეს დონზე ვირუსის აფეთქების შემდეგ, გლობალური გაფრთხილება გადაედო. 21 იანვარს, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა, სი ძინპინმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს სატელეფონო საუბრისას სთხოვა, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ინფორმაცია დაემალა და პანდემიური გაფრთხილება გადაედო. ფედერალური სადაზვერვო სამსახურის შეფასებით, მთელ მსოფლიოში ვირუსთან საბრძოლველად, ჩინეთის საინფორმაციო პოლიტიკამ ოთხიდან ექვს კვირამდე დაკარგა“,-წერს „შპიგელი.“
უკვე ცნობილია, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია უარყო.