LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს ბროსნანმა Aston Martin–ს ავტომობილის ჩუქება აიძულა

82
astonmartinpirsprosnan

პირს ბროსნანმა გაიხსენა, თუ როგორ გამოსძალა Aston Martin–ს სუპერქარი 2002 წელს, როცა ჯეიმს ბონდის როლს ასრულებდა. „ბონდიანას“ მეოცე ფილმში, ბროსნანმა „აგენტი 007“–ის როლი მეოთხედ და საბოლოოდ შეასრულა. მორიგ თავგადასავალში საიდუმლო აგენტი Aston Martin–ის საჭეს მართავდა.

ფილმი ბრიტანელებისთვის V12 Vanquish–ის გასაპიარებლად საუკეთესო შესაძლებლობა იყო, თუმცა ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მთავარი როლის შემსრულებელი სუპერქარს სათავისოდ მოინდომებდა, თანაც უსასყიდლოდ.

პირს ბროსნანს კი არც დაუმალავს, რომ Aston Martin–ის ახალი ქმნილება ძალიან მოეწონა და მისი მიღება სურდა.

თუმცა, მწარმოებელი ასე არ ფიქრობდა და არც ძვირადღირებული სუპერქარის ჩუქებას აპირებდა. როდესაც მსახიობმა ამის შესახებ გაიგო, ავტომობილთან ახლოსაც კი არ მისულა და უფრო მეტიც, კომპანიაზე გავლენის მოსახდენად საქმეში თავისი აგენტიც ჩარია. საბოლოო ჯამში, ბრიტანელებმა დათმეს და ბროსნანს სუპერქარი გადასცეს, თან მასზე სახელობითი აბრევიატურაც დაიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები