LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ უკვე 30 ადგილი არ ჰყოფნით” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

143
unnamed (32)

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი 8 მარტის შეთანხმებას პირნათლად ასრულებს. მამუკა მდინარაძის განმარტებით, “ქართული ოცნება” მხარს დაუჭერს 120/30 საარჩევნო სისტემას, თუმცა მისი თქმით, თუ ოპოზიცია კანონპროექტს ჩააგდებს და მომავალი საპარლამენტო არჩევნები ისევ ძველი მოდელით ჩატარდება, მდინარაძე ამ შემთხვევაშიც დიდი უპირატესობით გამარჯვებას პროგნოზირებს. უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე იმდენმა გამოთქვა სურვილი, შესაძლოა 30 მანდატი საკმარისი არ აღმოჩნდეს.

„ქართული ოცნება“ შეთანხმებას პირნათლად შეასრულებს. გუნდი მთლიანად დაუჭერს მხარს 120/30-ზე სისტემას. თუ ისინი გადაწყვეტენ, სხვასაც აიყოლიებენ ოპოზიციიდან და ისევ დარჩება 77/73-ზე, ამ შემთხვევაშიც ძალიან მყარად, დიდი უპირატესობით მოვიგებთ. იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შეიძლება არ ჰყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ მეტი მაჟორიტარი. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად, თუ ერთ ადამიანზე, ერთ კრიმინალზე ჩამოკიდებენ ამ პროცესს და იტყვიან, რომ თუ კონკრეტული ადამიანი არ გათავისუფლდა, თუ ხელისუფლება არ ჩაერია და მისი გარეთ გამოშვება არ უზრუნველყო, მაშინ ჩვენ არ მივცემთ ხმას, ეს მათი საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც იგივე სისტემით, კიდევ უფრო მაგრად დავამარცხებთ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

არჩევანი: კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი – რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

 

mazda magti 5g