საბერძნეთის არქეოლოგიური ძეგლები კორონავირუსის გამო აღებული 2 თვიანი პაუზის შემდეგ დამთვალიერებელთა მიღებას იწყებს.
ტურიზმი ქვეყნისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ საზღვრების ეტაპობრივად გახსნა გადაწყდა. პირველ ეტაპზე საბერძნეთში მოხვედრას ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები შეძლებენ, არაევროპელთათვის კი ფრენები მხოლოდ მაისის ბოლოსთვის აღდგება.
რაც შეეხება გახსნილ ანტიკურ ძეგლებს, ყველა მათგანი ღია ცის ქვეშ მდებარეობს, ამიტომ ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია. დამთვალიერებლებს თუ თანამშრომლებს ჰიგიენის დაცვა მოეთხოვებათ, ნიღბის გარეშე სიარული აკრძალულია და სოციალური დისტანციის დაცვაც სავალდებულოა.
საბერძნეთმა მკაცრი რეგულაციების შემსუბუქება 4 მაისიდან დაიწყო.
სავაჭრო ცენტრები და სკოლები უკვე გაიხსნა და კუნძულებზე გადაადგილებაც ნებადართულია.