LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

101 წლის ვეტერანმა და მისმა ქალიშვილმა კორონავირუსი ერთდროულად დაამარცხეს

87
vetereannewsss

101 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და მისი 73 წლის ქალიშვილი კორონავირუსის ინფექციისგან ერთად გამოჯანმრთელდნენ. ჩარლზ ბარბი და ქეთრინ დინი უკვე წლებია რაც მერილენდის მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობენ, თუმცა დაინფიცირების გამო ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

რამდენიმე კვირიანი იზოლაციის შემდეგ მამა–შვილი ერთმანეთს პირველად შეხვდა და გმირთა ხსოვნის დღე ერთად აღნიშნა.

„მამა უკვე 101 წლისაა, ამიტომ კორონავირუსის დამარცხება ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია“ – უთხრა ,,ნიუსპოსტს” ქეთრინმა. „მან მსოფლიო ომი, დიდი დეპრესია და ახლა ეს პანდემიაც გადაიტანა. მამა ნამდვილად მაგარი ბიჭია.“

პანდემიის გამო მოხუცებულთა სახლში ვიზიტორების მიღება აკრძალეს, ამიტომ მამა–შვილისთვის ერთად ყოფნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

„ძალიან მინდოდა მისი ნახვა, რადგან მომენატრა და თან ოჯახიც აქ არ გვყავს. ოჯახის გარეშე ყოფნა ძალიან რთულია“ – დაამატა ქალბატონმა.

ქეთრინს უამრავი დაავადება აწუხებს, ამიტომ ვირუსმა ძალიან დაასუსტა. ასაკოვან მამაზე მეტად ინფექციის გადატანა მას გაუჭირდა.

„მე ძალიან დავსუსტდი და ენერგიის აღდგენას ამ დრომდე ვერ ვახერხებ. მამა უფრო მხნედ იყო, მან ზუსტად არც იცოდა თუ რა სჭირდა, თუმცა თავი კარგად გაართვა. ექიმებმა ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენთვის და დღეს ორივე ჯანმრთელები ვართ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g