საგარეჯოში, სოფელ ვერხვიანში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 70 წლის ქალი პურის გამოცხობას ცდილობდა, როდესაც ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა.
დახმარება ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა სცადეს, თუმცა მიღებული დამწვრობით ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.