საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივი მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, 3 წლის გოგო მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მოძრავი ავტომობილის კართან შეხების შედეგად დაეცა და თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
