დღეს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ZDF-ის პირდაპირ ეთერში გაიმართა “დოიჩე გრამაფონის” მიერ გამოცემული ლიზა ბათიაშვილის ახალი ალბომის City Lights პრეზენტაცია.
ალბომის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველია, რომელიც საკუთარ კომპოზიციებთან ერთად, ცნობილი ნაწარმოების საორკესტრო ვერსიების ავტორიც გახლავთ.
ZDF-ის ეთერში ლიზა ბათიაშვილმა ანანო გოკიელთა ერთად შეასრულა კომპოზიცია ახალი ალბომიდან.
City Lights-ის რამდენიმე ნაწარმოები ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ ჩაიწერა. პროექტის სპეციალური სტუმარია ქეთი მელუა, რომელმაც ქალაქ ლონდონს სიმღერა No Better Magic მიუძღვნა.