LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მოხალისემ კუს ტბაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის ფერადი სახლუკები განათავსა

232
dogshouse

“ფეისბუქ”–გვერდზე “ზაქარას კეთილი მანქანა” გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც კუს ტბაზეა გადაღებული. იქ, სწორედ ამ გვერდის ინიციატივით, მიუსაფარი ძაღლებისთვის ფერადი სახლუკები განთავსდა. როგორც ამ იდეის ავტორი წერს, ყველაფერს საკუთარი ინიციატივით აკეთებს, თუმცა მსურველებს შეუძლიათ, ამ წამოწყებაში შეუერთდნენ.

“აი, ასე ვაფერადებ ჩემი კეთილი მანქანით განწყობებს ქვეყანაში. შემომიერთდით. სიყვარული გადაგვარჩენს.

დიდი ხნის ნანატრი გეგმა, როგორც იქნ, წარმატებით განხორციელდა. კუს ტბაც უკვე ფერადია. კეთილი მანქანის ძალისხმევით, კუს ტბის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა ფერადი სახლუკები ადგილობრივი მიუსაფარი ძაღლებისთვის.

არავის არაფერს ვთხოვ და არც არავის იმედად ვაკეთებ არაფერს, შესაბამისად, პრეტენზიაც არავისთან მაქვს. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისი გულწრფელი ჩართულობა და გულშემატკივრობა დიდ და დაუვიწყარ საქმეებს მაკეთებინებს”, აღნიშნავს გვერდის ავტორი. ის მადლობას უხდის დახმარებისთვის ჯუდი გილს და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეშ დაეხმარა, მათ შორის, კუს ტბის თანამშრომლებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g