LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარცხანაყანებში ინდოელები მეტალურგიულ საწარმოს გახსნიან

157

ინდური ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია „სტარკ მეტალსი“ საქართველოში ალუმინის სხმულების მწარმოებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. კომპანია საწარმოს ამოქმედებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანების ტერიტორიაზე განიხილავს.

„სტარკ მეტალსს” დაგეგმილი აქვს, თანამედროვე ტიპის მეტალურგიული საწარმოს მოწყობა, სადაც ჯართის გადამუშავებით ალუმინის სხმულებს ჩამოასხამენ, მიღებული წიდა კი, მეორადი გადამუშავებისთვის ექსპორტზე გავა.

„სტარკ მეტალს“-ის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მწყობრიდან გამოსული აკუმულატორებისა და სხვა ტყვიის შემცველი ჯართისგან სუფთა ტყვიის ჩამოსხმა. გეგმიური წლიური წარმადობა საწარმოს ფუნქციონირების პირველ ეტაპზე შეადგენს 3000 ტონას წელიწადში და შემდგომ, მეორე ეტაპზე, წარმადობის გაზრდა იგეგმება 6000 ტონამდე. საწარმოში, ასევე დაგეგმილია, აკუმულატორების დაშლის დროს წარმოქმნილი სხვა ნარჩენების (ებონიტი, პოლიპროპილენი, პოლიეთილენი, გადამუშავებ) და მეორადი ნედლეულის ნახევარფაბრიკატის -პოლიმერული გრანულების დამზადება.

ცნობისთვის, კომპანიას მეტალურგიული წარმოების სფეროში 15-წლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, ფლობს ანალოგიური ტიპის საწარმოებს ინდოეთსა და აფრიკის ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g