საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში ინფორმაცია Facebook–დან 86 პროფილის შესახებ გამოითხოვა. ამის შესახებ Facebook–მა ანგარიში გამოაქვეყნა.
უფრო დეტალურად:
Facebook–ის ანგარიშის მიხედვით 2016 წლის იანვრიდან ივლისამდე საქართველოს ხელისუფლებამ მათ 30 –ჯერ მიმართა მთლიანობაში, 60 ექაუნთის შესახებ ინფორმაციაზე. ამ მოთხოვნებიდან FB–ს ადმინისტრაციამ 53.33% დააკმაყოფილა.
ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ხელისუფლებამ FB–ს 15–ჯერ მიმართა 26 პროფილის შესახებ, ამ მოთხოვნებიდან FB–მ 86,7% დააკმაყოფილა.
“ლიდერი” და მეზობელი ქვეყნები:
ანგარიშის მიხედვით, მსგავსი მოთხოვნებით, პაკისტანი და პოლონეთი ლიდერობს, რომლებმაც, FB–ს ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით, ორი ათასჯერ მიმართეს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთმა FB–ს 4–ჯერ მიმართა, სომხეთმა – 16–ჯერ, აზერბაიჯანმა 10–ჯერ, ხოლო თურქეთმა 1452–ჯერ.
Facebook რეგულარულად აწარმოებს მსგავსი მოთხოვნების შესახებ ანალიზს და მონაცემებს 6 თვეში ერთხელ აქვეყნებს.
Facebook მხოლოდ იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებთანაა დაკავშირებული და ინფორმაცია აუცილებელია საქმის გამოსაძიებლად.
თამთა უთურგაშვილი