საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 2-ით გაიზარდა და 928 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამავე გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. დღეის მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 794-მა პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმშია 2 809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.