LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტურისტების რაოდენობა ერთი მილიონით გაიზრდება

46

ეწვევა თუ არა საქართველოს 2017 წელს 7 მილიონზე მეტი ტურისტი?  – “2016 წელი პიკური იყო და საქართველოში უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტების რაოდენობამ თორმეტი თვის განმავლობაში 6 მილიონ ადამიანს პირველად გადააჭარბა.

ჩოგოვაძე ამბობს, რომ რეკორდული იყო 2016 წელი შემოსავლების კუთხითაც – 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა.

„წლევანდელი წელიწადი და გასული ოთხი თვე უკეთეს სურათს გვაძლევს და უკვე დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ ეს რეკორდების გაუმჯობესების წელი იქნება და ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება. შარშან თუ 6 მემილიონე ტურისტს დავხვდით, ჩვენი მიზანია, წელს ეს რიცხვი ერთი მილიონით გავზარდოთ“, – ამბობს გიორგი ჩოგოვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები