საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1117 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 917-ს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში 6 183 მოქალაქე იმყოფება. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.