LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ რამიშვილი: დავასახელებთ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც გარდაცვლილის მამას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გოგონა შარში იყო

332
pjimage

გარდაცვლილი თამარ ბაჩალრეიშვილი მამა და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის პოლიციაში იმყოფებიან. როგორც განყოფილებში შესვლამდე ადვოკატმა განაცხადა, ისინი იმ პირების დასახელებას აპირებენ, რომლებმაც გოგონას პოვნამდე, გარდაცვლილის მამას დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნეს და თამარ ბაჩალიაშვილი შარში იყო.

შესაძლოა ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა – ბაჩალიაშვილის დედა

მიხეილ რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პირები მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც მაშინ, როდესაც გოგონას ოჯახმა აქცია გამართა, გარდაცვლილის მამას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აქცია საჭირო არ იყო და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვებოდა.

“ჩვენ მოვედით იმ პირების დასახელებისთვის, რომლებმაც იმ პერიოდში, როდესაც მიდიოდა ე.წ. ძებნითი სამუშაოები, მამას უთხრეს კომპიუტერთან დაკავშირებით, [რომ] შარში და პრობლემაში არის მისი გოგო და რომლებმაც უთხრეს, რა საჭირო იყო ეს აქციები და მერე რომ კონტაქტი გაწყვიტეს. ეს ადამიანები დასახელდებიან. ისინი პოლიციის მაღალჩინოსნები არიან”,-განაცხადა რამიშვილმა

ბაჩალიაშვილის ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ პროგრამისტის კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, დღისით გაუჩინარდა. გოგონას კუთვნილი ავტომობილი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

5-დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში იპოვეს. გოგონას ავტომობილი მწყემსმა აღმოაჩინა.

პოპულარულები