მალე, 27 წლის პოპ-ვარსკვლავი, მაილი საირუსი კარდაშიანების ოჯახის მეზობლად დასახლდება. ვარსკვლავმა ლოს-ანჯელესში, 5 მილიონ დოლარად სახლი შეიძინა. ორის საძინებელი ოთახი, 4 სააბაზანო, ტანსაცმლის შესანახი ოთახი, მარმარილოს ბუხარი, აუზი და მინი კინოთეატრი, რომელიც 8 ადამიანზეა გათვლილი. სახლში ტერასებიცაა განთავსებული.
ჯერჯერობით უცნობია, მუდმივად იცხოვრებს თუ არა საირუსი აღნიშნულ სახლში. აღსანიშნავია, რომ მომღერალმა 2018 წელს „ჰიდენ ჰილზში“ რანჩო გაყიდა, რომელიც კაილი ჯენერიმ შეიძინა.