პირველად მიწისქვშა ბიძგები 23:21 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ_ში, სოფელ ფარავანთან მოხდა
სეისმოლოგების ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 3,6 მაგნიტუდას შეადგენდა.
ბიძგები განმეორდა თბილისის დროით 23:56 საათზეც. ეპიცენტრი კვლავ წალკის მიმდებარე ტერიტორია, ამჯერადაც სოფელი ფარავანი იყო და ის პირველ მიწისძვრასთან შედარებით ოდნავ სუსტი აღმოჩნდა. სიმძლავრემ 3,4 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.