23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშივლის ოჯახი გენერალურ პროკურატორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა. მათ პროკურატურა უკვე დატოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს.
"დღეს შესრულდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე..."
"აღარ ვაპირებ რევერანსებით ლაპარაკს, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები" - ბაჩალიაშვილის მშობლები პროკურატურაში მივიდნენ
რამდენიმე დღეში კი, ექსპერტიზის შუალედური შედეგები გახდება ცნობილი.
“თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. ორი დღე უნდათ, რომ გამომძიებლები მასალას გაეცნონ. ხუთშაბათს მოვალთ და რაც კითხვები გვექნება ერთად განვიხილავთ. ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალუფიცირდება. გამოთხოვილია შუალედური დასკვნა და, სავარაუდოდ, ხუთშაბათისთვის იქნება”,-განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი ნორვეგიაში, პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული
“მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, რომელიც 18 ივლისს მომკლეს” – ბაჩალიაშვილის დედა პოსტს აქვეყნებს