LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა თინეიჯერ გოგონას სწავლა 23 ათასი ფუნტით დაუფინანსა

147
safe-image

მრავალი ჯილდოს მფლობელი მუსიკოსის, ტეილორ სვიფტის ქველმოქმედების შესახებ უკვე კარგადაა ცნობილი, ის  თავისი გულშემატკივრების მიმართ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გამოირჩევა. მიმდინარე წელს, დეკადის მუსიკალურ არტისტად აღიარებულმა ტეილორმა კორონავირუსის წინააღმდეგ, საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო და ამერიკულ ორგანიზაციაში თანხა გადარიცხა, ტენესიში თავსდამტყდარი ტორნადოს მიერ გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად 1 მილიონი დოლარი გამოყო, შემდეგ კი პანდემიის დროს, უმუშევრად დარჩენილ ფანს გადასახადები დაუფარა.

სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ 30 წლის არტისტმა თინეიჯერ გოგონას სწავლა 23,000 ფუნტით დაუფინანსა.

გოგონამ, სახელად ვიტორია მარიო, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას მათემატიკის შესწავლა პრესტიჟულ უნივერსიტეტში სურდა, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტმა ის მიიღო, საკუთარ თავს ამხელა თანხის გადახდის უფლებას ვერ მისცემდა.

„მე 18 წლის, ფერადკანიანი გოგონა ვარ, რომელსაც ოცნება აქვს“. – დაწერა გოგონამ

აღნიშნული პოსტის წაკითხვის შემდეგ, ტეილორ სვიფტმა მას სწავლა სრულად დაუფინსანსა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები