LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ივლისს თბილისურ ეზოებს მიშა მდინარაძისა და მიშო ჯავახიშვილის პროექტი ესტუმრება

149

8 ივლისს „არტარეას“ პროექტი, რომელიც თბილისურ ეზოებში სხვადასხვა საინტერესო მუსიკალური საღამოების გამართვას გულისხმობს, ერთ ეზოს ესტუმრება – მიშა მდინარაძესა და მიშო ჯავახიშვილთან ერთად სცენაზე სხვადასხვა ერის ფოკლორი აჟღერდება.

ჯავახიშვილის 37-ში, როგორც ადრე, ეთნოსები შეიკრიბებიან. ქურთები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და სომხები ისევ ერთად პლეხანოვის ერთ-ერთ ეზოში თავიანთ ჰანგებს გაცვლიან, ისინი მიშა მდინარაძესთან და მიშო ჯავახიშვილთან ერთად გამოვლენ. ქეთი ბაიაშვილი კი ქართული ეთნომუსიკის შესახებ მოყვება ამბებს, რომლებიც ჯერ არ მოგისმენიათ.

ეზოში ასევე მოისმენთ მე-19 საუკუნის ჩანაწერებს, რომლებიც ერთადერთია და დიდი კვლევის შედეგად მიშა მდინარაძემ და მიშო ჯავახიშვილმა აღმოაჩინეს.

სომხებს წარმოადგენს ანსამბლი ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით, ებრაელებს ებრაულ სახლთან არსებული ანსამბლი ვილი გრიგორიანის ხელმძღვანელობით, ქურთებს – ანსამბლი როსტომ მაჰმუდოვის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანს – თინა მეითოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g