ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ასკანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებული შუახნის მამაკაცია.
მას ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
ცნობისთვის, ეს გურიაში დაფიქსირებული კორონავირუსის მეორე შემთხვევაა.
პირველი გუშინ, 4 სექტემბერს ჩოხატაურში დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პირი
25 ახალი შემთხვევიდან 9 “დონას” კლასტერიდანაა, 1 “ავერსის” თამანშრომელია, 8 ინფიცირებულებთან კონტაქტია – ენდელაძე