თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 25 ახალი შემთხვევის შესახებ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე სპეციალისტებმა მხოლოდ 1 პაციენტის ინფიცირების წყარო ვერ დაადგინეს-მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
„კოვიდინფქცია დადასტურდა 25 პაციენტთან. მათგან ცხრა არის ცნობილი „დონას“ კლასტერიდან, რვა ინფიცირებულებთან კონტაქტია, აქედან სამი იმპორტირებული შემთხვევაა, მათ შორის ერთი სატვირთოს მძღოლია. ერთი რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელია, ერთი შემთხვევა გავქვს მხოლოდ, რომელზეც არ არის დადასტურებული კერა და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პირი