LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპს ბრიჯიტ მაკრონის სხეულის ფორმები მოსწონს-პრეზიდენტის კომპლიმენტმა აჟიოტაჟი გამოიწვია

57

დონალდ ტრამპმა ბრიჯიტ მაკრონს სხეული შეუქო და აღნიშნა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება, კადრებს მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიები ავრცელებენ.

მუზეუმის მონახულების შემდეგ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები მეუღლეებს დაემშვიდობნენ.

„არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაში ხართ,“ – უთხრა ტრამპმა ბრიჯიტ მაკრონს დამშვიდობებისას, – „ძალიან ლამაზი ხართ!“

კომპლიმენტმა მსოფლიო მედიაში და სოციალურ ქსელებში დიდი ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია, სოციალური ქსელების მომხმარებლები აშშ-ს პრეზიდენტს საქციელს უწუნებენ და ამბობენ, რომ კომპლიმენტი ზედმეტად უხეში და უადგილო იყო.

ტრამპები პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებიან, ქვეყანაში დღეს ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის დღე აღინიშნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g