მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ კახეთში, ალავერდის მონასტერში ჯვარი დაიწერეს.
ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.
“მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”,- დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა.
წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ატვირთა.
შეგახსენებთ, ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია ერთი წლის წინ დაინიშნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ერთად ცხოვრობდნენ.



